ჩვენ შესახებ
შპს „ბაუფლექსი“ წარმოადგენს „ნეოტექის“ ჯგუფში შემავალ კომპანიას, რომელიც დაფუძნდა 2018 წლის იანვარში და რომლის მთავარ საქმიანობას წარმოადგენს იატაკების, შეკიდული ჭერების, თბო და ჰიდროიზოლაციის თანამედროვე სამშენებლო მასალებისა და სისტემების იმპორტი-რეალიზაცია და ინსტალაცია ევროპული (ძირითადად გერმანული) სტანდარტების შესაბამისად.
2015 წლიდან კომპანიის დაფუძნებამდე, ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება დაიწყო შპს „ნეოტექის“ ბაზაზე („ნეოტექი“ წარმოადგენს საქართველოს უსაფრთხოების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერს). მიმართულება იმდენად მოთხოვნადი აღმოჩნდა და სწრაფად გაფართოვდა, რომ ამ საქმიანობის დაწყებიდან 2 წლის თავზე დღის წესრიგში დადგა შპს „ნეოტექისაგან“ აღნიშნული არაპროფილური მიმართულების გამოყოფისა და ახალი კომპანიის შექმნის საჭიროება.
კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
- თანამედროვე ელასტიური (ვინილი, ლინოლეუმი), რბილი (ქსოვილისგან დამზადებული) და პოლიმერული იატაკები;
- აკუსტიკური და დიზაინერული შეკიდული ჭერები;
- განათებების გადაწყვეტილებები და პროდუქტები ექსტერიერისა და ინტერიერისათვის;
- სამშენებლო ქიმია და იატაკის საფარის მოვლა-აღდგენის საშუალებები;
- გაფრქვევითი ტიპის თბო და ჰიდროსაიზოლაციო სისტემები;
ჩვენი მთავარი უპირატესობები
- სრული სერვისი - ბეტონის ფილიდან იატაკის საფინიშო საფარის დაგებისა და მისი მოვლისათვის საჭირო საშუალებების მიწოდების ჩათვლით, რაც მოიცავს ბეტონის ფილის ზემოთ შემავსებელი ფენის (მათ შორის თბო და/ან ხმის საიზოლაციო ფენის) და ქვიშა-ცემენტის მოჭიმული იატაკის მოწყობას, იატაკის საფარის დაგებისათვის საფუძვლის მომზადებას (თვითსწორებადი ფენის დასხმის ჩათვლით) და იატაკის საფარის დაგებას;
- სამუშაოების განხორციელება ევროპული (ძირითადად გერმანული) სტანდარტების მიხედვით;
- უმაღლესი ხარისხის, წამყვანი ევროპული მწარმოებლების მასალები, სამშენებლო ქიმია და მოვლა-აღდგენის საშუალებები;
- თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა (დანადგარები, ინსტრუმენტები და ხელსაწყოები);
- კლიენტის მოთხოვნასა და ბიუჯეტზე მაქსიმალურად მორგებული, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სისტემები და მათი ინსტალაცია;
- 40-მდე კვალიფიციური ინსტალატორი, რომლებიც ყოველწლიურად გადიან ჩვენი პარტნიორი კომპანიების ტექნიკური-საინჟინრო პერსონალის მხირდან ჩატარებულ შესაბამის ტრენინგებსა და სემინარებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ეს ინსტალატორები წარმოადგენენ კომპანიის შტატიან თანამშრომლებს და ჩვენს საქმიანობასთან დაკავშირებული არც ერთი პროექტის შესრულებისას, არ ვიყენებთ თვითნასწავლ ხელოსნებს;
- თანამშრომელთა (ძირითადად საინჟინრო-ტექნიკური პერსონალი) მუდმივი გადამზადება საზღვარგარეთ, ასევე უცხოელ პარტნიორთა ვიზიტები საქართველოში და კომპანიის თანამშრომელთათვის ტექნიკური ტრენინგების ჩატარება;
- არასტანდარტული საგარანტიო ვადა და პირობები მასალისა და გაწეული მომსახურების ხარისხზე.