იატაკის საფარის წმენდასა და მოვლას ხშირად სათანადო ყურადღება არ ეთმობა. არაპროფესიონალური მოვლის შედეგად იატაკის ზედაპირი სწრაფად კარგავს მის პირველად იერსახეს. სწორედ ამიტომ ეს საკითხი გონივრულ შეფასებას მოითხოვს - ინტერიერის შემადგენელი ნაწილებიდან იატაკის საფარზე ხომ ყველაზე დიდი დატვირთვა მოდის და ის ერთადერთია, რომელიც ფეხით "ითელება".
არ აქვს მნიშვნელობა საუბარია ხის, პარკეტის, ტექსტილის, ლინოლიუმის თუ სხვა ტიპის ელასტიურ საფარებზე, გერმანული კომპანია RZ სთავაზობს თავის მომხმარებლებს წმენდისა და მოვლის საშუალებების ფართო ასორტიმენტს, რომელიც იატაკს დაიცავს და მის პირვანდელ ეფექტსა და სილამაზეს ხანგრძლივად შეუნარჩუნებს. კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს იატაკის საფარის მწარმოებელ ინდუსტრიასთან და მისი ინოვაციები იქმნება იატაკის საფარების თანამედროვე ტენდენციების კვალდაკვალ. RZ-ის წმენდისა და მოვლის საშუალებები გამუდმებით გადის ტესტირებას. RZ-ის გუნდი ყოველთვის მზადაა, მიაწოდოს საკუთარ მომხმარებელებს ამომწურავი ინფორმაცია პროდუქციის შესახებ, უპასუხოს ნებიემიერ კითხვას იატაკის წმენდა-მოვლასთან დაკავშირებით და გაუწიოს უფასო კონსულტაცია თუ დახმარება.
www.rz-systeme.de