Desso სპეციალიზებულია უმაღლესი ხარისხის რბილი იატაკის საფარების დიზაინის შემუშავებასა და წარმოებაზე. მისი კომერციული პროდუქტი ე.წ. „ბიზნეს ხალიჩა“ შეადგენს კომპანიის გაყიდვების ნახევარზე მეტს და გვხვდება ოფისებში, ბანკებში, კომერციულ ობიექტებში, საზოგადოებრივ შენობებში, სკოლებში, უნივერსიტეტებსა და სამკურნალო დაწესებულებებში. Desso-ს არსებობა 80 წელზე მეტს ითვლის და დღეისათვის ის წარმოდგენილია მსოფლიოს 100 ქვეყანაში. კომპანიას აქვს მთავარი საწარმო და სადისტრიბუციო ცენტრი ევროპაში, ასევე მომხმარებელთა მომსახურების ცენტრები ჩრდილოეთ ამერიკაში, აზიაში, ლათინურ ამერიკაში აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და ავსტრალიაში.
კრეატიულმა დიზაინმა და სერვისზე ორიენტირებულმა მიდგომამ კომპანიას შესაძლებლობა მისცა გამხდარიყო რბილი იატაკის ლიდერი სასტუმროებისათვის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისათვის. Desso-ს ენდობიან ისეთი საერთსორისო კომპანიები, როგორიცაა: Hilton, Intercontinental, Maritime, KLM, China Airlines, Royal Caribbean Cruise Lines and Holland America Line და ა.შ.
www.desso.com