პლინთუსი ეს არის თამასა ან ლარტყა, რომელიც მთელს სიგრძეზე გასდევს კედელს იატაკის გადაკვეთასთან. დასამზადებლად ძირითადად გამოიყენება ხე, MDF (საშუალო სიმკვრივის მერქანბოჭკო), HDF (მაღალი სიმკვრივის მერქანბოჭკო), იშვიათად პლასტმასი, ქვა, რეზინი. პლინთუსის ფუნქციად საკმაოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე მოიაზრებოდა მხოლოდ და მხოლოდ კედლისა და იატაკის შეერთების ადგილის/ღრეჩოების დაფარვა და კედლის დაცვა დაზიანებისაგან (მაგალითად იატაკის საფარის წმენდის დროს), თუმცა დღეს აღარავინ დავობს, რომ პლინთუსს გააჩნია საკმაოდ მნიშვნელოვანი დეკორატიული დატვირთვა, რომ ამ აქსესუარს შეუძლია უამრავი დიზაინერული ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა და ინტერიერის სრულყოფა.
დღეისათვის ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი პლინთუსების უმრავლესობა არის იმპორტირებული რუსეთიდან, სომხეთიდან, პოლონეთიდან ან ბელარუსიდან. აღნიშნული პლინთუსები დამზადებულია MDF-ის ან პლასტმასის მასალისაგან, არის საშუალო/დაბალი ხარისხის და შესაბამისად ვერ აძლევს მომხარებელს გარემოსა და ჯანმრთელობაზე მავნე ზეგავლენის არარსებობის გარანტიას.
ჩვენი პარტნიორი კომპანია Döllken Profiles GmbH არის სხვადასხვა ტიპის პლინთუსების (ხის, პლასტმასის, ალუმინის, და ა.შ.) მწარმოებელი უმსხვილესი გერმანული კომპანია მსოფლიოში. Döllken Profiles GmbH პლინთუსები სერტიფიცირებულია, ყველაზე ცნობილი საერთაშორისო ინსტიტუტების, მათ შორის გარემოსდაცვითი ინსტიტუტის Greenguard-ის მიერ, ისეთი მასალებისა და ტექნოლოგიების გამოყენებისათვის, რომელსაც ფაქტობრივად არ აქვს მავნე ქიმიური ნივთიერებების ემისია.
კომპანიის სახელთან არის დაკავშირებული არაერთი ინოვაცია პლინთუსების ინდუსტრიაში. ერთ-ერთ ასეთ ინოვაციას და ამავდროულად ყველაზე მოთხოვნად პროდუქტს (ევროპულ ბაზარზე და არა მხოლოდ) წარმოადგენს Cubu Flex, რომელსაც არაერთი გამორჩეული უპირატესობა გააჩნია, კერძოდ:
- მაღალი სიმკვრივის მერქაბოჭკოვანი შიგთავსი (ე.წ. HDF, ანუ High Density Fiberboard), მთლიანად შეფუთულია პოლიპროპილენის ბაზაზე დამზადებული პოლიმერის ფენითა და ელასტიური ზედაპირით, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქციის სიმტკიცესა და გამძლეობას ოთახში ჰაერის ფარდობითი ტენიანობისა და ტემპერატურის ცვალებადობის მიმართ. საშუალო სიმკვრივის მერქანბოჭკოვანი (ე.წ. MDF, ანუ Medium Density Fiberboard) მასალისგან დამზადებული პლინთუსებისგან განსხვავებით, Cubu Flex-ის პლინთუსები არ დეფორმირდება ზემოაღნიშნული ფაქტორების ზემოქმედების შედეგად, შესაბამისად წარმოადგენს იდეალურ გადაწყვეტილებას არა მხოლოდ მისაღები ოთახის, საძინებლის ან კორიდორისთვის, არამედ სამზარეულოსა და სველი წერტილებისათვისაც;
- სხვა (ხის ან MDF-ის) პლინთუსებისაგან განსხვავებით, კუთხის გამოყვანისას იჭრება არა მთლიანად Cubu Flex-ის პლინთუსი, არამედ მხოლოდ მისი შიგთავსი, გარე საფარს (პოლიმერული ფენის ელასტიურ ზედაპირს) კი ეძლევა შესაბამისი კუთხის ფორმა, რაც შესაძლებელს ხდის შიდა და გარე კუთხეების გამოყვანასა და გადაბმას დამატებითი აქსესუარების გარეშე;
- გამძლეობა მექანიკური ზემოქმედების მიმართ - პლინთუსი არ ზიანდება იატაკის საფარის მტვერსასრუტით ან სველი წესით წმენდისას;
- უმაღლესი ხარისხის პროდუქცია (დამზადებულია გერმანიაში);
- იდეალური გარე და შიდა კუთხეები;
- მარტივი ინსტალაცია Döllken-ის სპეციალური ინსტუმენტების და ჭრის უნიკალური მეთოდის წყალობით;
- პროდუქცია სერტიფიცირებულია Greenguard-ის მიერ და მისი გამოყენება რეკომენდებულია სკოლებსა და სამედიცინო დაწესებულებებშიც კი.
Cubu Flex (Doellken)
.