ქარ
იატაკის მოვლა-აღდგენა

იატაკის საფარის წმენდასა და მოვლას ხშირად სათანადო ყურადღება არ ეთმობა. არაპროფესიონალური მოვლის შედეგად იატაკის ზედაპირი სწრაფად კარგავს მის პირველად იერსახეს. სწორედ ამიტომ ეს საკითხი გონივრულ შეფასებას მოითხოვს - ინტერიერის შემადგენელი ნაწილებიდან იატაკის საფარზე ხომ ყველაზე დიდი დატვირთვა მოდის და ის ერთადერთია, რომელიც ფეხით "ითელება".

არ აქვს მნიშვნელობა საუბარია ხის, პარკეტის, ტექსტილის, ლინოლიუმის თუ სხვა ტიპის ელასტიურ საფარებზე, ჩვენი პარტნიორი კომპანიები RZ SystemsPALLMANN და Dr. Shutz Group სთავაზობენ თავიანთ მომხმარებლებს წმენდისა და მოვლის საშუალებების ფართო ასორტიმენტს, რომელიც იატაკს დაიცავს და მის პირვანდელ ეფექტსა და სილამაზეს ხანგრძლივად შეუნარჩუნებს. 

მეტის ნახვა
კომპანია „ბაუფლექსი“ მომხმარებლებს სთავაზობს არა მხოლოდ იატაკის საფინიშო საფარის მიწოდებასა და დაგებას, არამედ ბეტონის ფილის ზემოთ შემავსებელი ფენის (მათ შორის თბო და/ან ხმის საიზოლაციო ფენის) დაგებას, ქვიშა-ცემენტის მოჭიმული იატაკის მოწყობას და იატაკის საფარის დაგებისათვის საფუძვლის მომზადებას (თვითსწორებადი ფენის დასხმის ჩათვლით); ქვიშა-ცემენტის ჭიმის მოწყობისა და თვითსწორებადი ფენის დასხმის დროს გამოყენებული სამშენებლო ქიმიის - გრუნტების, ნიველირებადი მასების, წებოების, ფითხის, ბზარების შემკვრელი სპეციალური ბადეების და ა.შ. მწარმოებელს წარმოადგენს გერმანული კომპანია Uzin Utz AG, რომელიც თითქმის სამოცი წელია იატაკის დაგებისათვის საჭირო სამშენებლო ქიმიისა და პროფესიონალური პროდუქციის სინონიმადაა ქცეული.
მეტის ნახვა
საუბრის დაწყება