კლიმატის ცვლილება თანამედროვეობის უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს და სწორედ ამიტომ ბიზნესის, მრეწველობის, მეცნიერებისა თუ პოლიტიკის წარმომადგენლები თავიანთ ერთ-ერთ უპირველეს ამოცანად სახავენ არსებული ბუნებრივი რესურსების ეფექტურად გამოყენებასა და ენერგოდამზოგავი სისტემების შემქნა-დანერგვას.
ენერგიის დაზოგვის საუკეთესო საშუალებაა თბოიზილოცია, რომელიც შენობა-ნაგებობას უნარჩუნებს სითბოს ზამთარში და სიგრილეს ზაფხულში. ბრიტანული ორგანიზაცია Energy Saving Trust-ის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, რომ თბოიზოლაცია საშუალო სამ-საძინებლიან კერძო სახლში წლიურად მინიმუმ £310 ზოგავს, რაღა თქმა უნდა, კომუნალურ გადასახადებზე დაზოგილი თანხის ოდენობა ბევრად მაღალია, როდესაც საუბარია ვილებზე, მრავალნომრინ სასტუმროებზე, სპორტულ კომპლექსებზე, საკონცერტო დარბაზებზე და ა.შ.
ენერგოეფექტურობის შენარჩუნების თვალსაზრისით განსაკუთრებით კრიტიკულია ჭერისა და კედლების იზოლაცია (როგორც წესი, სითბური დანაკარგის დაახლოებით 30-40% მოდის კედლებზე და 25% ჭერზე), ვინაიდან მათ უწევთ ტემპერატურისა და ტენიანობის ცვალებადობის, ასევე სხვადასხვა რთული კლიმატური პირობების „გაძლება“.
დღემდე შემუშავებულია თბოიზოლაციის არაერთი საშუალება, თუმცა პროდუქტი რომელსაც ჩვენ გთავაზობთ, ბაზარზე მოწინავე პოზიციას იკავებს და წარმოადგენს ეკონომიურ, გარემოზე მავნე ზემოქმედების არმქონე და გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილ გადაწყვეტილებას.
Elastospray არის გაფრქვევითი ტიპის თბოიზოლაციისათვის განკუთვნილი, დახურულ-უჯრედებიანი მდგარდი ქაფი, რომელსაც აწარმოებს ჩვენი პარტრნიორი კომპანია, მსოფლიო ლიდერი ქიმიურ წარმოებაში - BASF. კომპანიის 115,000 თანამშრომელი ყოველდღიურად მუშაობს მსოფლიოს ყველა ქვეყნის თითქმის ყველა სეგმენტის მომხმარებლების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
Elastospray-ის ქაფის აპლიკაცია ხდება სპეციალური დანადგარით, პირდაპირ იმ ზედაპირზე, რომლის იზოლაციაც გვსურს. მისი გამოყენება შესაძლებელია შენობის ჭერის, კედლებისა და იატაკის (მათ შორის იატაკქვეშა გათბობის არსებობის შემთხვევაში), მანსარდების, ასევე საძირკველის ჭერისა და კედლების იზოლაციისათვის. იდეალური ადგეზიის წყალობით, აღნიშნული ქაფის დატანა შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის სუბსტრატზე. წარმოქმნილ საიზოლაციო ფენას არ აქვს გადაბმები და ნაპრალები და ის ხელს უშლის თერმოხიდების წარმოქმნას. თუკი შევადარებთ თბოიზოლაციის ტრადიციულს მეთოდებსა და პროდუქტებს, Elastospray-ის პოლიურეთანის ქაფის თბოგამტარობის კოეფიციანტი იმდენად დაბალია, რომ შესაძლებლობას გვაძლევს, მინიმალური სისქით მაქსიმალური თბოიზოლაცია უზრუნველვყოთ, და შესაბამისად მისი გამოყენება, საკმაოდ ეკონომიურია.
დახურულ-უჯრედებიანი სტრუქტურის წყალობით პროდუქტი არის წყალგამძლე და ამავდროულად ის ლუქავს/იცავს ზედაპირს ტემპერატურის და კლიმატური პირობების ზემოქმედებისაგან. პოლიურეთანის ქაფზე ულტრაიისფერი სხივებისაგან დამცავი მემბრანის დატანის შემთხვევაში, სრულიად შესაძლებელია მისი გამოყენება შენობის გარეთ, თუნდაც ბრტყელ გადახურვაზე.
გაფრქვევითი ტიპის თბოიზოლაციის მთავარი უპირატესობებია:
- საიზოლაციო ფენაზე ნაპრალებისა და გადაბმების არარსებობა
- მინიმალური სისქით მაქსიმალური თბოიზოლაციის უზუნველყოფა
- რთულად მისადგომი ადგილების თბოიზოლაციის შესაძლებლობა
- იდეალური ადგეზია ნებისმიერი ტიპის ზედაპირზე
- ინსტალაციისათვის საჭირო მცირე დრო
- შენობის საეუქსპლუატაციო ვადის გახანგრძლივება
- მასალის მცირე წონა და ტრანსპორტირების-შენახვის სიმარტივე
.