მშენებლებსა და დეველოპერებს შორის გავრცელებულია მოსაზრება, რომ თითქოს ჰიდროიზოლაცია არის დიდ დანახარჯებთან დაკავშირებული ფუფუნება და რომ თითქოს შენობა-ნაგებობის უმრავლესობაში მისი გამოყენება არც არის სავალდებულო. მსოფლიოში სამშენებლო სფეროს წამყვანი ექსპერტები კი ამტკიცებენ, რომ შენობისა და საძირკველის პრობლემების უდიდესი ნაწილის მიზეზი არის სწორედ წყალი. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი ჰიდროსაიზოლაციო სისტემა შეირჩეს და განხოციელდეს მშნებელობის დასაწყისშივე, ვინაიდან მას შემდეგ, რაც დასრულებულ შენობა-ნაგებობაში იჩენს თავს წყლის ჟონვის, ნესტის და ა.შ. პრობლემები, მათი გამოსწორება ბევრად მეტ დროსა და რესურსს მოითხოვს.
თანამედროვე მწარმოებლები გვთავაზობენ ნეგატიური (ინტერიერის მხრიდან), პოზიტიური (ექსტერიერის მხრიდან) თუ ინტეგრალური იზოლაციისათვის განკუთვნილ სხვადასხვა ტიპის ჰიდროსაიზოლაციო პროდუქტებსა და სისტემებს.
ვინაიდან საინსტალაციოდ გამზადებული წყალგამძლე მემბრანების გამოყენების არეალი მეტნაკლებად შეზღუდულია, თანდათან უფრო მოთხოვნადი ხდება თხევადი ცივი ან ცხელი წესით წასასმელი/მისაფრქვევი ჰიდროსაიზოლაციო მასალები.
ქიმიურ წარმოებაში მსოფლიო ლიდერი კომპანიის BASF-ის წარმოების პოლიურეას გაფრქვევითი ტიპის ჰიდროსაიზოლაციო პროდუქტი - Elastocoat, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ, ბაზარზე მოწინავე პოზიციას იკავებს და კონკურენტებისაგან განსხვავებით, განსაკუთრებული მექანიკური სიმტკიცითა და ცვეთამედეგობით გამოირჩევა.
პოლიურეა გამოიყენება უამრავ სფეროში, სადაც კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება ზედაპირის დაცვას, ქიმიურ და მექანიკურ მდგრადობას, ცვეთამედეგობას. Elastocoat-ის მიფრქვევის შედეგად წარმოქმნილ საიზოლაციო ფენას არ აქვს გადაბმები და ნაპრალები. მისი ნესტგამძლე შემადგენლობის წყალობით, შესაძლებელია Elastocoat-ის მიფრქვევის სამუშაოები შესრულდეს ისეთ ტემპერატურულ და კლიმატურ პირობებშიც კი, სადაც ვერცერთი ტრადიციული ჰიდროსაიზოლაციო მასალა ვერ გამოიყენება.
Elastocoat-ის გამორჩეული უპირატესობებია:
- გამოყენების შეუზღუდავი არეალი: საძირკველები, ჭერები, კედლები, პარკინგები, გვირაბები, საცურაო აუზები, რეზერვუარები, ხიდების ხიმინჯები, საგზაო-სამშენებლო ტექნიკის ცვეთადი ნაწილები და ა.შ.
- სწრაფი ინსტალაცია ვერტიკალურ ან უსწორმაწორო ზედაპირზეც კი
- სწრაფი შრობა
- გამოყენების შესაძლებლობა მაღალი დატვირთვის ზედაპირებზეც კი
- ნებისმიერ სისქის მემბრანი დატანის შესაძლებლობა
- იდეალური ადგეზია ნებისმიერი ტიპის (მეტალის, ხის, ბეტონის და ა.შ.) სუბსტრატზე
- მაღალი ცვეთამედეგობა
- მაღალი ქიმიური და მექანიკური მდგრადობა
- მაღალი ელასტიურობა
- კოროზიისაგან დაცვა
- ჰიდროსაიზოლაციო მემბრნაზე გადაბმებისა და ნაპრალების არარსებობა
- წმენდის შესაძლებლობა მაღალი წნევის ქვეშაც კი
.