ქარ
რბილი იატაკები

რბილი (ქსოვილისაგან დამზადებული) იატაკი განსხვავდება ტრადიციული ხალიჩისაგან, ვინაიდან როგორც წესი, ხდება მისი ინსტალაცია/დამაგრება იატაკის საფუძველზე და ამასთან ოთახში ის ფარავს მთლიან ფართს კედლიდან კედლამდე.

უძველეს ხელით ნაქსოვ ხალიჩად ითვლება ცენტრალური აზიის მთებში სამარხში აღმოჩენილი, ძვ.წ. 500 წლით დათარიღებული ხალიჩა. აღნიშნული პერიოდიდან მოყოლებული ხალიჩის ქსოვა თანდათანობით განვითარდა და კულმინაციას მიაღწია დღევანდელი ინდოეთის, ჩინეთის, ირანისა და თურქეთის ტერიტორიებზე. ევროპელები მრავალი საუკუნის მანძილზე ახლო აღმოსავლეთიდან ჩამოტანილი მზა ხალიჩების შესყიდვით კმაყოფილდებოდნენ, თუმცა ვითარება შეიცვლალა 1300-იანი წლებიდან, როდესაც საფრანგეთმა მაროკოდან გადმოასახლა ხალიჩის მქსოველები. ანალოგიურ გზას მიმართა 1700-იან წლებში ინგლისმა და სპარსეთიდან ჩამოყვანილი მქსოველების წყალობით, ინგლისის ქალაქები - ვილტონი და აქსმინსტერი ცნობილი გახდა ხალიჩების წარმოებით.

ერთგვარ გადატრიალებად ხალიჩების წარმოებაში ითვლება 1920-იან წლებში, აშშ-ში, ქალაქ დალტონში ახალგაზრდა მწარმოებლის კატრინ ევანს ვაითენერის მიერ მარყუჟული ტიპის ქსოვის ტექნოლოგიის შემოღება, რამაც ბევრად შეამცირა ქსოვისათვის საჭირო დრო. დალტონში მალე გაჩნდა უამრავი მცირე საწარმო, რომელიც აღნიშნული ტექნოლოგიით მცირე დროში ამზადებდა, როგორც ხალიჩებს, ასევე ტექსტილის იატაკებს თანამედროვე გაგებით. ტექსტილის იატაკი, რომელიც მანამდე ფუფუნების საგნად მოიაზრებოდა, ხელმისაწვდომი გახდა რიგითი ამერიკლებისათვის. ქალაქი დალტონი დღემდე მოწინავეა ამ თვალსაზრისით და რბილი იატაკების წარმოების 70% სწორედ მასზე მოდის.

რბილი (ქსოვილისაგან დამზადებული) იატაკები აერთიანებს ელსატიური იატაკების მახასიათებლებს, კერძოდ გამძლეობასა და ექსპლოატაციის ხანგრძლივ ვადას, ხალიჩის კომფორტთან, სიმყუდროვესთან, სითბოსა და აკუსტიკასთან. რბილი იატაკის ხარისხის შეფასება მარტივად შეიძლება ბოჭკოების სიმჭიდროვის მიხედვით - რაც უფრო მეტი ბოჭკოა ერთ კვადრატულ მეტრზე, მით უფრო გამძლეა რბილი იატაკის საფარი. ხალიჩა შესაძლოა დამზადებული იყოს შალისგან, ნეილონისგან, აკრილისგან, პოლიესტერის ან პოლიპროპილენისგან.

ჩვენი პარტნიორი კომპანიები Forbo, Desso და Balsan სთავაზობენ მომხმარებლებს მრავალფეროვანი დიზაინის ტექსტილის რულონებს (სტანდარტული სიგრძე 3.66-4მ), კვადრატული ფორმისა (სტანდარტული ზომაა 0.5მ x 0.5მ, თუმცა არსებობს 0.46მ x 0.46მ ან 0.6მ x 0.6მ ზომის კვადრატული ფილებიც) და მართკუთხა ე.წ. გემბანური ტიპის (სტანდარტული ზომა 0.25მ x 1მ) ტექსტილის ფილებს. რულონური ტიპის რბილი იატაკის საფარის სისქე იწყება 4.3მმ-დან, მაშინ როდესაც რბილი იატაკის ფილის სისქემ შესაძლოა მიაღწიოს 15მმ-ს.

ტექსტილის იატაკს აქვს არაერთი გამორჩეული უპირატესობა:

  • უზრუნველყოფს სითბოსა და კომფორტს - რბილი იატაკი რელაურად უზრუნველყოფს თბოიზოლაციას. ცივ კლიმატურ პირობებში/სეზონზე ის გაცილებით დიდხანს ინარჩუნებს თბილ ჰაერს და გვეხმარება ენერგიის დაზოგვაში. რბილი იატაკი, სითბოსთან ასოციაციის წყალობით, ნებისმიერ სივრცეში ქმნის მყუდრო და კომფორტულ ატმოსფეროს დასაჯდომად, სათამაშოდ ან სამუშაოდ.
  • ქმნის უნიკალურ ინტერიერს - რბილი იატაკის ათასობით დიზაინი, სტილი და ფერი, ფილების შემთხვევაში კი შეხამებისა და შეწრყმის განუსაზღვრელი შესაძლებლობები, გვეხმარება შევქმნათ მხოლოდ ჩვენს გემოვნებაზე მორგებული, უნიკალური და პერსონიფიცირებული ინტერიერი სამუშაო თუ საცხოვრებელ ფართში.
  • ამცირებს მოცურებისა და დაცემის რისკს - რბილი იატაკი საგრძნობლად ამცირებს ფეხის მოცურების რისკს, დაცემის შემთხვევაში კი მას თითქმის მინიმუმამდე დაჰყავს დაშავებისა და მოტეხილობის რისკი. შესაბამისად იატაკის საფარის აღნიშნული ტიპი იდეალური გადაწყვეტილებაა იმ ოჯახებისათვის, სადაც ცხოვრობენ მცირეწლოვანი ბავშვები ან ხანდაზმულები.
  • ახდენს ხმის იზოლაციას და შთანთქავს დარტყმით ხმას - რბილი იატაკი ახშობს ხმაურს, შთანთქამს ფეხით სიარულის, ტელევიზორის, ტელეფონის და სხვა ელექტრომოწყობილობების ხმას, შესაბამისად აადვილებს კონცენტრაციას სწავლაზე ან შესასრულებელ სამუშაოზე.
  • თანამედროვე რბილი იატაკები არის ეკოლოგიურად სუფთა, ის აუმჯობესებს ჰაერის ხარისხს და იატაკის სხვა საფარებთან შედარებით, ხასიათდება მავნე ქიმიური ნივთიერებების ბევრად დაბალი ემისიით.

რბილი იატაკების უარყოფით მხარედ შესაძლოა ჩაითვალოს მოწყვლადობა წყლით დაზიანების მიმართ. გარდა ამისა ელასტიური საფარების (განსაკუთრებით ვინილის) მოვლა და შენარჩუნება გაცილებით ნაკლებ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე რბილი იატაკისა.

 

მეტის ნახვა

Flotex - ბიონიკური ტექნოლოგიები იატაკის საფარში 

მეტის ნახვა

.

მეტის ნახვა
შენობის შესასვლელში დასაგები ხალიჩები ხშირ შემთხვევაში ისეთ უმნიშვნელო დეტალად მოიაზრება, რომ მომხმარებელთა უმრავლესობა მის შერჩევაზე დროს არ კარგავს. ფიქრობენ, რომ ყველა მსგავსი დანიშნულების ხალიჩა ერთნაირია. თუმცა რეალობა ამ მოლოდინს ნაკლებად შეესაბამება, პირველ რიგში, იმ ფაქტის გამო, რომ უმნიშველოს ვერ ვუწოდებთ  ნივთს, რომელსაც შენობაში სუფთა, უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებაში ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება და მეორეც, ჭუჭყისა და ტალახის შემაკავებელი ხალიჩების უამრავი სახეობა არსებობს, იმისდა მიხედვით, თუ რა ტიპის ობიექტის შესასვლელში არის საჭირო მისი განთავსება:  საცხოვრებელი სახლის, სასტუმროს, რესტორნის, საავადმყოფოს,  აფთიაქის, საწარმოს, ოფისის, სკოლის და ა.შ. ჭუჭყისა და ტალახის შემაკავებელი ხალიჩები ეხმარება ბიზნესს, რომ თავის დასაქმებულებს, მომხმარებლებს, პაციენტებს, მოიჯარეებსა და სტუმრებს შესთავაზოს უფრო სასიამოვნო, კომფორტული და უსაფრთხო გარემო. აღნიშნული ხალიჩების ინსტლაცია აუცილებელია რამდენიმე მიზეზის გამო: უსაფრთხოება - ჭუჭყისა და ტალახის შემაკავებელი ხალიჩები აშორებს ფეხსაცმლის ლანჩებიდან ჭუჭყს, მტვერსა და სხვადასხვა ტიპის ნარჩენებს. გარდა ამისა შეიწოვს ფეხსაცმლის ძირზე არსებულ სისველეს, რითიც ამცირებს ფეხის მოცურებისა და დაცემის რისკს. იატაკის საფარის დაცვა - ქუჩიდან შემოტანილი ჭუჭყი, ქვიშის ნაწილაკები, მტვერი და სისველე აზიანებს, ხაზავს ან ლაქავს  ნებისმიერი ტიპის იატაკის საფარს, იქნება ეს კერმაიკული ფილა, მარმარილო, ლამინატი, ხე, რბილი იატაკი, ვინილი, ლინოლეუმი თუ კაუჩუკი. იატაკის საფარების მწარმოებლები და ინსტალატორები იატაკის მოვლა-შენარჩუნებისათვის საჭირო რეკომენდაციების ჩამონათვალში, ყოველთვის ერთ-ერთ პირველ ადგილს ანიჭებენ შენობის შესასვლელში ჭუჭყისა და ტალახის შემაკავებელი ხალიჩების მოწყობას. აღნიშნული ხალიჩების წყალობით, იატაკის საფარი გაცილებით დიდხანს ინარჩუნებს პირვანდელ იერსხეს. იატაკის საფარის მოვლისათვის საჭირო დროისა და რესურსის შემცირება - კვლევების თანახმად შენობაში არსებული ჭუჭყის 80% ფეხსაცმლის ლანჩებზე მოდის. შესავლელში ინსტალირებული 4-5 მეტრი სიგრძის ხალიჩა კი აკავებს ამ ჭუჭყისა დ მტვრის თითქმის 75%-ს, რაც თავისთავად ამცირებას იატაკის მოვლა-შენარჩუნებისათვის საჭირო დროსა და რესურსს. უკეთესი ჰაერი შენობის შიგნით - ფეხსაცმლის ძირი იკრავს ქუჩაში არსებულ ჭუჭყს, მტვერს, პესტიციდებს, მავნე ქიმიურ ნივთიერებებს, დამაბინძურებელ აგენტებს, შენობაში შემოსვლისას ფეხსაცმლის ძირიდან ეს მავნე ნივთიერებები ხვდება იატაკზე, შემდეგ კი ჰაერში, რომელსაც ვსუნთავთ. რაც უფრო მეტია ჭუჭყისა და ტალახის შემაკავებელი ხალიჩის სიგრძე, მით უფრო უმჯობესედება შენობაში არსებული ჰაერი. ჩვენი პარტნიორი კომპანია Notrax (Justrite Safety Group EMEA) ჭუჭყისა და ტალახის შემაკავებელი ხალიჩების უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში. Notrax-ის 135 დასახელების, სხვადასხვა ზომისა და ფერის პროდუქტი იწარმოება ნიდერლანდებში და იყიდება ჩრდილოეთ ევროპის, აღმოსავლეთ ევროპის, სკანდინავიის, აზიის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის 40-ზე მეტ ქვეყანაში. Notrax სთავაზობს საკუთარ მომხმარებლებს სპეციალიზებულ სისტემებს, როგორიცაა მაგალითად, განსაკუთრებული ერგონომიკული მაჩვენებლებისა თუ ანტიმოცურებადი ზედაპირის მქონე სისტემა ან ისეთი ხალიჩა,  რომელიც სიარულის დროს ამცირებს სიმძიმის შეგრძნებას ფეხებში და ხერხემლის დატვირთვას.
პლინთუსი ეს არის თამასა ან ლარტყა, რომელიც მთელს სიგრძეზე გასდევს კედელს იატაკის გადაკვეთასთან. დასამზადებლად ძირითადად გამოიყენება ხე, MDF (საშუალო სიმკვრივის მერქანბოჭკო), HDF (მაღალი სიმკვრივის მერქანბოჭკო), იშვიათად პლასტმასი, ქვა, რეზინი. პლინთუსის ფუნქციად საკმაოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე მოიაზრებოდა მხოლოდ და მხოლოდ კედლისა და იატაკის შეერთების ადგილის/ღრეჩოების დაფარვა და კედლის დაცვა დაზიანებისაგან (მაგალითად იატაკის საფარის წმენდის დროს), თუმცა დღეს აღარავინ დავობს, რომ პლინთუსს გააჩნია საკმაოდ მნიშვნელოვანი დეკორატიული დატვირთვა, რომ ამ აქსესუარს შეუძლია უამრავი დიზაინერული ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა და ინტერიერის სრულყოფა. დღეისათვის ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი პლინთუსების უმრავლესობა არის იმპორტირებული რუსეთიდან, სომხეთიდან, პოლონეთიდან ან ბელარუსიდან. აღნიშნული პლინთუსები დამზადებულია MDF-ის ან პლასტმასის მასალისაგან, არის საშუალო/დაბალი ხარისხის და შესაბამისად ვერ აძლევს მომხარებელს გარემოსა და ჯანმრთელობაზე მავნე ზეგავლენის არარსებობის გარანტიას.  ჩვენი პარტნიორი კომპანია Döllken Profiles GmbH არის სხვადასხვა ტიპის პლინთუსების (ხის, პლასტმასის, ალუმინის, და ა.შ.) მწარმოებელი უმსხვილესი გერმანული კომპანია მსოფლიოში. Döllken Profiles GmbH პლინთუსები სერტიფიცირებულია, ყველაზე ცნობილი საერთაშორისო ინსტიტუტების, მათ შორის გარემოსდაცვითი ინსტიტუტის Greenguard-ის მიერ, ისეთი მასალებისა და ტექნოლოგიების გამოყენებისათვის, რომელსაც ფაქტობრივად არ აქვს მავნე ქიმიური ნივთიერებების ემისია. კომპანიის სახელთან არის დაკავშირებული არაერთი ინოვაცია პლინთუსების ინდუსტრიაში. ერთ-ერთ ასეთ ინოვაციას და ამავდროულად ყველაზე მოთხოვნად პროდუქტს (ევროპულ ბაზარზე და არა მხოლოდ) წარმოადგენს Cubu Flex, რომელსაც არაერთი გამორჩეული უპირატესობა გააჩნია, კერძოდ: მაღალი სიმკვრივის მერქაბოჭკოვანი შიგთავსი (ე.წ. HDF, ანუ High Density Fiberboard), მთლიანად შეფუთულია პოლიპროპილენის ბაზაზე დამზადებული პოლიმერის ფენითა და ელასტიური ზედაპირით, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქციის სიმტკიცესა და გამძლეობას ოთახში ჰაერის ფარდობითი ტენიანობისა და ტემპერატურის ცვალებადობის მიმართ. საშუალო სიმკვრივის მერქანბოჭკოვანი (ე.წ. MDF, ანუ Medium Density Fiberboard) მასალისგან დამზადებული პლინთუსებისგან განსხვავებით, Cubu Flex-ის პლინთუსები არ დეფორმირდება ზემოაღნიშნული ფაქტორების ზემოქმედების შედეგად, შესაბამისად წარმოადგენს იდეალურ გადაწყვეტილებას არა მხოლოდ მისაღები ოთახის, საძინებლის ან კორიდორისთვის, არამედ სამზარეულოსა და სველი წერტილებისათვისაც; სხვა (ხის ან MDF-ის) პლინთუსებისაგან განსხვავებით, კუთხის გამოყვანისას იჭრება არა მთლიანად Cubu Flex-ის პლინთუსი, არამედ მხოლოდ მისი შიგთავსი, გარე საფარს (პოლიმერული ფენის ელასტიურ ზედაპირს) კი ეძლევა შესაბამისი კუთხის ფორმა, რაც შესაძლებელს ხდის შიდა და გარე კუთხეების გამოყვანასა და გადაბმას დამატებითი აქსესუარების გარეშე; გამძლეობა მექანიკური ზემოქმედების მიმართ - პლინთუსი არ ზიანდება იატაკის საფარის მტვერსასრუტით ან სველი წესით წმენდისას; უმაღლესი ხარისხის პროდუქცია (დამზადებულია გერმანიაში); იდეალური გარე და შიდა კუთხეები; მარტივი ინსტალაცია Döllken-ის სპეციალური ინსტუმენტების და ჭრის უნიკალური მეთოდის წყალობით; პროდუქცია სერტიფიცირებულია Greenguard-ის მიერ და მისი გამოყენება რეკომენდებულია სკოლებსა და სამედიცინო დაწესებულებებშიც კი.
პოლიმერიზაცია არის ქიმიური რეაქცია, რომლის საშუალებითაც მონომერებისაგან წარმოიქმნება მაღალი მოლეკულური წონის მქონე ორგანული ნაერთები. პოლიმერები, მექანიკური სიმტკიცის, ელესტიკურობის, ელექტროსაიზოლაციო და სხვა მნიშვნელოვანი უპირატესობების გამო, გამოიყენება მრეწველობასა და საყოფაცხოვრებო სფეროებში, მათ შორის იატაკის საფარების წარმოებაში. პოლიმერული იატაკი აღადგენს, აძლიერებს და იცავს ბეტონს, ხელს უშლის აგრესიული ხსნარების, სამანქანე ზეთების თუ სხვა ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედების შედეგად ბეტონის ზედაპირისა და არმატურის დაშლას, რითიც ახანგრძლივებს შენობის კონსტრუქციის საექსპლუატაციო ვადასა და მდგარდობას. გარდა ამისა, პოლიმერული იატაკი ხელს უშლის ამტვერებას, ვინაიდან ლუქავს ბეტონზე არსებულ მტვერს. ეპოქსიდური და პოლიურეთანის იატაკების გამოყენება დასაშვებია, როგორც მსუბუქი დატვირთვის, ასევე მაღალი გამავლობის ობიექტებში, მათ შორის მძიმე მრეწველობაში, სადაც იატაკის საფარის მიმართ წაყენებული მოთხოვნები, როგორც წესი, საკმაოდ მკაცრია - გამძლეობა სიმძიმის მიმართ, თერმული და ქიმიური მდგრადობა, ჰიგიენა და ა.შ. იატაკის ტრადიციულ საფარებთან შედარებით, პოლიმერულ იატაკებს გააჩნია არაერთი უპირატესობა: იცავს ბეტონის ზედაპირს ისეთი „საფრთხეებისაგან“, როგორიცაა: ტენი, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება, მაღალი მექანიკური დატვირთვა, ხშირი გადაადგილება, ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედება, სისტემატური წმენდა და ა.შ; „არ ეშინია“ ცხიმოვანი ლაქებისა და წყლის; ქმნის იდეალურად პრიალა და ბზინვარე ზედაპირს, რის შედეგადაც ინტერიერს უფრო ნათელს ხდის; აქვს მრავალფეროვანი ფაქტურა, დიზაინისა და ფერების შეუზღუდავი არჩევანი, ვინაიდან შესაძლებელია მასში საღებავების შერევა - ობიექტის დანიშნულებისა და მომხმარებლის მოთხოვნის მიხედვით, შესაძლოა მოეწყოს სხვადასხვა ფერის, გამჭვირვალე, პრიალა, ნახევრად პრიალა, ნაკლებად მოცურებადი და ა.შ. ზედაპირი. განსხვავებით ელასტიური და რბილი იატაკებისაგან, პოლიმერული იატაკი (ამ შემთხვევაში საუბარია მხოლოდ პოლიურეთანის და არა ეპოქსიდურ იატაკზე) ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისას არ იცვლის ფერს და არ ყვითლდება. სწორედ აღნიშნული უნიკალური მახასიათებლების წყალობით, პოლიმერული იატაკების გამოყენების სფერო დღეისათვის აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ინდუსტრიული თუ კომერციული ობიექტებით (საწარმოები, საწყობები, ქიმიური თუ ელექტროტექნიკური ინდუსტრია, ავტოფარეხები, ავტოსადგომები და ა.შ.) და მზარდი პოპულარობით სარგებლობს საცხოვრებელი სახლების, საზოგადოებრივი, სამედიცინო თუ საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტერიერის გადაწყვეტისას.  
პარკეტი არის პატარა ზომის ოთხკუთხა ან სხვა გეომეტრიული ფორმის ბრტყელი ფიცარი, რომელიც გამოიყენება იატაკის საფარად. პარკეტის მწარმოებელთა ევროპული ფედერაციის განმარტების თანახმად, იატაკის საფარს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ეწოდოს პარკეტი, თუკი მისი წინაპირის (სუფთა ხის მასალისაგან დამზადებული ზედა ფენა) სისქე არის მინიმუმ 2.5 მმ. არსებობს ორი ძირითადი სახეობის პარკეტი: მრავალშრიანი და ერთშრიანი. მათ ერთმანეთისაგან განასხვავებთ კონტსრუქცია. მრავალშრიანი ანუ დამუშავებული პარკეტი, როგორც წესი, შედგება ორი (სტანდარტული სისქე 9-22 მმ) ან სამი (სტანდარტული სისქე 10-22 მმ) ფენისაგან, რომელიც სხვადასხვა ჯიშის მერქნის ურთიერთშეწებებითაა დამზადებული. ზედაპირზე ძვირფასი ჯიშის (ძირითადად მუხა, წიფელი, ნაძვი ან იფანი), ხოლო ფუძედ ნაკლებად ღირებული მერქანია გამოყენებული. მრავალშრიანი პარკეტის ზედაპირი, ისევე როგორც მისი შემადგენელი ელემენტები, მუშავდება ქარხნული წესით. ერთშრიანი პარკეტი მზადდება მასიური ხისგან, რომელიც დამუშავების, კილოს და ქიმის გამოყვანის შემდეგ იქცევა პარკეტის თამასად. მისი ზედაპირის დამუშავება, როგორც წესი, ხდება დაგების შემდეგ. პარკეტი იატაკის საფარად გამოყენებული ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ტრადიციული მასალაა, რომელიც დღესაც არ კარგავს აქტუალობას და უმაღლეს სტანდარტებთან და ტექნოლოგიებთან შერწყმის შედეგად, ქმნის აბსოლუტურ სრულყოფილებას ხის იატაკებში. არ აქვს მნიშვნელობა, საქმე ეხება კონსერვატიულ თუ თანამედროვე დიზაინს, ხის მასალის ბუნებრივ ესთეტიკასა და სიმყარეს შეაქვს სითბოს ელემენტი ნებისმიერ ინტერიერში.
ელასტიური იატაკი საკმაოდ ფართო ცნებაა და აერთიანებს ისეთი ტიპის საფარებს, რომელიც შუალედურ პოზიციას იკავებს რბილ (ტექსტილისაგან დამზადებული) და მყარ (ქვა, ხე, და ა.შ.) საფარებს შორის. იატაკის ელასტიური საფარების ინსტიტუტის (RFCI, აშშ) მკვლევარები მას განმარტავენ, როგორც მყარ, მაგრამ ამავდროულად დრეკად საფარს. აღნიშნული ტიპის იატაკები უკვე ათწლეულებია გამოიყენება და დღემდე ყველაზე მოთხოვნად პროდუქტად რჩება. იატაკის ელასტიური საფარები მზადდება ელასტიური მასალისაგან და წარმოადგენს შემავსებლების (შემავსებლად შესაძლოა გამოყენებული იქნას როგორც სინთეტიკური ბოჭკო, ასევე მინერალური შემავსებლები, მაგალითად ასბესტოსი), შემკვრელი ნივთიერებებისა (ასფალტი ან ფისი) და საღებავების ნაზავს. სწორედ მსგავსი შემადგენლობის წყალობით ელასტიური იატაკი არის საკმაოდ კომფორტული, მოქნილი და გამძლე, აქვს ხანგრძლივი საექსპლუატაციო ვადა. ჩვენი პარტნიორი კომპანიები Forbo, Graboplast, Tarkett, Adofloor, Polyflor და LG Hausys აწარმოებენ როგორც ნატურალურ (მაგალითად როგორიცაა ლინოლეუმი), ისევე არანატურალურ (მაგალითად როგორიცაა ვინილი) ელასტიურ იატაკებს. იატაკის აღნიშნული საფარები, თითოეული მათგანი პროდუქციის, ფერისა და ზომის შეუზღუდავი არჩევანით, ადაპტირებადია ნებისმიერი დანიშნულების საცხოვრებელ, საზოგადოებრივ თუ კომერციულ ფართთან. განსაკუთრებული მოთხოვნების (როგორიცაა მაგალითად აკუსტიკა, ნაკლებად პრიალა ან განსაკუთრებით წყალგამძლე ზედაპირი და ა.შ.) მქონე მომხმარებლებისათვის კი შექმნილია ელასტიური იატაკების სპეციალიზებული სისტემები. იმისათვის, რომ გაგიადვილდეთ არჩევანის გაკეთება, ჩვენ მიერ შემოთავაზებული ელასტიური საფარებიდან (ლინოლეუმი, ჰომოგენური და ჰეტეროგენური ვინილი, ვინილის დიზაინერული ფილა,  კაუჩუკის იატაკი, გადამუშავებული რეზინის იატაკი) რომელი ტიპის იატაკი ერგება ყველაზე უკეთ თქვენს მოთხოვნებსა და საჭირობებს, იხილეთ სტატია ელასტიურ საფარების თითოეული ტიპის უპირატესობებზე და სხვადასხვა ტიპებს შორის არსებულ ძირითად მსგავსება-განსხვავებებზე.       
მეტის ნახვა
საუბრის დაწყება