ქარ
Elastopave® - ქვის ხალიჩა

მსოფლიო ქიმიური მრეწველობის ლიდერი,  კონცერნი “BASF” და მისი პოლიურეთანების მიმართულების პროდუქტების ექსკლუზიური დილერი საქართველოში კომპანია „ბაუფლექსი“, გთავაზობთ ამ კონცერნის მორიგ  უნიკალურ და ინოვაციურ პროდუქტს - Elastopave®-ს.  Elastopave® წარმოადგენს პოლიურეთანის ფისს, რომელიც როგორც შემკვრელი კომპონენტი გამოიყენება  სხვადასხვა ტიპის ბუნებრივ ქვებთან, აგრეგატებთან, მინერალებთან და ხრეშთან. აღნიშნულ პროდუქტს აქვს მინიმალური შეზღუდვები გამოსაყენებელი  აგრეგატების ტიპებზე (მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ აგრეგატი უნდა იყოს მყარი ბუნებრივი ქვისგან და უნდა იყოს დატეხილი),  ფერსა თუ ზომაზე (შესაძლებელია 0.5 მმ-დან 10 მმ-მდე ზომის ფრაქციის  მქონე მასალების გამოყენება). შესაბამისი სამუშაო ტექნოლოგიური პროცესების და აგრეგატის სხვადსხვა ფრაქციის ზუსტი პროპორციის დაცვით,  აგრეგატი ირევა  Elastopave®-ში და მიღებული ნარევი, 1.5 სმ-დან 6 სმ-მდე სისქით, დაიტანება დამუშავებულ გრუნტზე ან ბეტონის საფარზე. ამასთან, საფეხმავლო ან ველობილიკის მოსაწყობად საკმარისია გრუნტზე 2-3 სმ სისქის საფარის დატანა, ხოლო მაგალითად ავტომანქანების საპარკინგე ადგილის მოსაწყობად 5-6 სმ სისქის საფარია საჭირო. ბეტონის საფუძველზე მოწყობისას, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ფეხით მოსიარულეთა, შშმ პირების ეტლებისა და ველოსიპედების გადასაადგილებლად, საკმარისია 1.2სმ სისქის ქვაფენილის მოწყობა.

გამოყენების სფეროები:

საფეხმავლო, შშმ პირების ეტლებისთვის და ველოსიპედებისთვის განკუთვნილი ფუნქციური დანიშნულების მქონე ბილიკები, საზოგადოებრივ სკვერებში ფუნქციური და ლანდშაფტის დიზაინის ელემენტები, ხეების გარშემო არსებული ის ზედაპირები, საიდანაც ხის ფესვები იღებენ წყალს,  ა/მანქანების საპარკინგე ადგილები, საცურაო აუზის ირგვლივ მონაკვეთები, ეზოები და საბავშვო მოედნის შესაბამისი მონაკვეთები და ა.შ.

Elastopave®არ არის მასალა მხოლოდ და მხოლოდ ბილიკებისა და გზებისათვის, ის იდეალური გადაწყვეტილებაა ნებისმიერ ობიექტზე, სადაც საჭიროა ქვის აგრეგატებისათვის მყარი ფორმის მიცემა. მაგალითისათვის გამოდგება ქვის ხალიჩა, ქვის კედლები/სვეტები (ვერტიკალურ მდგომარეობაში, ჩარჩოს-ფორმის მიმცემი კონსტრუქციის გარეშე), პატიოს დიზაინი, გარე ავეჯი (მაგ. მაგიდის თავი) და ა.შ.

Elastopave®-ის უპირატესობები:

  • Elastopave® - არის ინოვაციური მასალა საუკეთესო საექსპლოატაციო მახასიათებლებით, შთამბეჭდავი და მრავალფეროვანი ვიზუალის შექმნის შესაძლებლობებით.  Elastopave®-ით მოწყობილი საფარის (ქვაფენილის) მიერ ხდება წყლის გატარება, ანუ  მარტივად, რომ ავხნათ, ამ საფარზე წყლის გუბეები არასოდეს დადგება;
  • სხვა კონკურენტი კომპანიების მიერ წარმოებულ ანალოგიურ პროდუქტებთან შედარებით, Elastopave® წარმოებულია მსოფლიო ქიმიური ინდუსტრიის ლიდერის - “BASF”-ის მიერ მის ევროპულ ქარხნებში, რაც ნიშნავს იმას, რომ მასალა არის უმაღლესი ხარისხის და აკმაყოფილებს ამ მასალის მიმართ დადგენილ ყველა ტექნიკურ მოთხოვნას, რაც უზრუნველყოფს მიღებული საბოლოო ქვაფენილის მაღალ ხარისხს და ხანგრძლივ საექსპლოატაციო ვადას (მინიმუმ 15 წელი). ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 1მ2-ზე გადაანგარიშებით, ხშირ შემთხვევაში, Elastopave®-ით წარმოებული ქვაფენილი გამოდის უფრო იაფი, ვიდრე მისი ანალოგი პროდუქტებისგან მიღებული ქვაფენილი;
  • Elastopave® წარმოდგენს არა უბრალოდ ახალ მასალას, არამედ სრულიად ინოვაციურ კონცეფციას ინსფრასტრუქტურაში;
  • Elastopave®-ით მიღებული საფარი არის ცვეთამედეგი და მტკიცე, ამასთან,  არ ახდენს არანაირ უარყოფით ზეგავლენას გარემოზე;
  • Elastopave®-ით მიღებული საფარი გამოირჩევა ყინვისა და ტემპერატურული ცვლილებების მიმართ მაღალი მდგრადობით;
  • საფარი იწმინდება მარტივად, უძლებს მაღალი წნევით სარეცხი დანადგარების წყლის ჭავლით რეცხვას;
  • მარტივია როგორც თავდაპირველი ინსტალაცია, ასევე ქვაფენილის დაზიანებული მონაკვეთების შეკეთება/რემონტი;
  • მიღებული საფარი წარმოადგენს ქვაფენილის ერთიან ფენას, ნაკერებისა და ღარების გარეშე;

Elastopave®-ის ნაკლოვანებები:

  • “BASF”-ს აწარმოებს ორი ტიპის ფისს: 1) შედარებით ბიუჯეტური არომატული ტიპის ფისი  - Elastopave®Elastan® 6568/119; 2) ალიფატური ფისი Elastopave® Elastan® 6568/120/S. ალიფატური ტიპის  ფისის ღირებულება თითქმის სამჯერ მეტია არომატულ ფისთან შედარებით.
  • ალიფატური ფისით მოწყობილი ქვაფენილი მდგრადია მზის ულტრაისფერი სხივების მიმართ, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი ზედაპირი არ იცვლის ფერს და შესაბამისად, ასეთ ქვაფენილში შეიძლება ყველა ფერის (მათ შორის თეთრი, ვარდისფერი და სხვა ნებისმიერი ღია ფერი)  აგრეგატის გამოყენება. რაც შეეხება არომატულ ფისს, მზის სხივების ზეგავლენით ეს ფისი და შესაბამისად, მოწყობილი ქვაფენილი ყვითლდება (მექანიკურ-ფიზიკური მახასიათებლები არ იცვლება). აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ფისის გამოყენებისას არის შეზღუდვა ფერების არჩევანში -  რეკომენდებულია მხოლოდ ისეთი ფერის აგრეგატები, რომლებსაც არ ემჩნევათ გაყვითლება;
  • მასალის (ფისის) მაღალი ფასი - მიუხედავად იმისა, რომ Elastopave®-ის ხარჯვის ნორმა შეადგენს მასში ასარევი აგრეგატის წონის დაახლოებით 5%-ს, გამოსაყენებელი აგრეგატის კუთრი წონიდან გამომდინარე, 3სმ სისქეზე, 1მ2-ზე საშუალოდ მიდის 50კგ აგრეგატი, რომელსაც ჭირდება 2.5 კგ ფისი. ფისის მაღალი ფასიდან გამომდინარე, ქვაფენილის ღ-ბა საკმაოდ ძვირი გამოდის;
  • თუ Elastopave® ეწყობა გრუნტზე, ამ გრუნტს სჭირდება ისეთივე მომზადება, როგორც ბეტონის ფილას, რომელიც ეწყობა გრუნტზე. ეს საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა და ამასთან, კიდევ უფრო ზრდის ქვაფენილის მოწყობის ღირებულებას;
  • ფისის და აგრეგატის ასარევად საჭიროა შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლების მქონე მიქსერი, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებულია;
  • სამწუხაროდ, საქართველოში ამ ეტაპზე არ არსებობს ქვის მომპოვებელი და/ან დამამუშავებელი საწარმო, რომელსაც შეუძლია Elastopave®-ისთვის საჭირო ტექ. მახასიათებლების  (აგრეგატის ტიპი, ფრაქცია, ფორმა) მოწოდება. შესაბამისად საჭიროა ამ აგრეგატის იმპორტი, რომლის ტრანსპორტირება (ტრანსპორტირების საფასური აღემატება საზღვაო კონტეინერში ან ფურაში მოთავსებული აგრეგატების საყიდელ ღ-ბას) აძვირებს აგრეგატის და საბოლოო ჯამში, ქვაფენილის ფასს;
  • ინდუსტრიული, დიდი ფართის მქონე ობიექტზე Elastopave®-ის ქვაფენილის მოსაწყობად საჭიროა კვალიფიციური პერსონალი, რომელმაც იცის ამ სამუშაოების მოწყობის ტექნიკური რეგლამენტი და სამუშაოს ორგანიზების სქემა.

Elastopave®-ს ქვაფენილის მოწყობის დაახლოებითი ფასები:

ყოველ კონკრეტულ ობიექტზე ხდება მოკვლევა, რომლის საფუველზეც ითვლება და განისაზღვრება ამ ობიექტზე Elastopave®-ს ქვაფენილის მოწყობის ხარჯთაღრიცხვა. თავის მხრივ, ეს ხარჯთაღრიცხვა ეფუძნება მრავალ ფაქტორს, საიდანაც შეიძლება გამოვყოთ ის ძირითადი კრიტერიუმები, რომლებიც მნიშვნელოვანწილად ახდენს ზეგავლენას ფასწარმოქნის პროცესზე, კერძოდ: არსებული საფუძვლის ტიპი (ბეტონი ან გრუნტი), ქვაფენილის სისქე, ფისის ტიპი (არომატული ან ალიფატური), დამკვეთის მიერ შერჩეული აგრეგატის ტიპი და ფერი, სამუშაოს მოცულობა, ობიექტის მდებარეობა, სამუშაო ადგილის მოწყობასთან და უშუალოდ მუშაობის პროცესთან დაკავშირებული სირთულეები და ა.შ.   

ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გარეშე, რთულია განისაზღვროს  Elastopave®-ს ქვაფენილის მოწყობის საშუალო ღ-ბა. მაგალითისთვის, ბეტონის ფილაზე 12მმ[1] სისქის ქვაფენილის შემთხვევაში, 1მ2-ის მოწყობის მინიმალური ღ-ბა არომატული ფისით (Elastopave®Elastan® 6568/119) და მუქი ფერის აგრეგატებით  არის 25 ევრო დღგ-ის ჩათვლით, ხოლო იგივე სისქის ქვაფენილის 1მ2-ის მოწყობის მინიმალური ღ-ბა, ალიფატური ფისით და ღია ფერის ქვებით იქნება 40.5 ევრო დღგ-ის ჩათვლით. 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თითოეული ობიექტის მოკვლევის და დამკვეთის მხრიდან ფისის ტიპისა და ქვების შერჩევის შემდეგ, ზუსტად დაანგარიშდება Elastopave®-ის ქვაფენილის მოწყობის ღირებულება.

 

 

 

 

 


[1]ამ სისქის ქვაფენილი განკუთვნილია განკუთვნილია მხოლოდ საფეხმავლო, შშმ პირების ეტლების და ველოსიპედების გადასაადგილებლად.

მეტის ნახვა
მშენებლებსა და დეველოპერებს შორის გავრცელებულია მოსაზრება, რომ თითქოს ჰიდროიზოლაცია არის დიდ დანახარჯებთან დაკავშირებული ფუფუნება და რომ თითქოს შენობა-ნაგებობის უმრავლესობაში მისი გამოყენება არც არის სავალდებულო. მსოფლიოში სამშენებლო სფეროს წამყვანი ექსპერტები კი ამტკიცებენ, რომ შენობისა და საძირკველის პრობლემების უდიდესი ნაწილის მიზეზი არის სწორედ წყალი. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი ჰიდროსაიზოლაციო  სისტემა შეირჩეს და განხოციელდეს მშნებელობის დასაწყისშივე, ვინაიდან მას შემდეგ, რაც დასრულებულ შენობა-ნაგებობაში იჩენს თავს წყლის ჟონვის, ნესტის და ა.შ. პრობლემები, მათი გამოსწორება ბევრად მეტ დროსა და რესურსს მოითხოვს. თანამედროვე მწარმოებლები გვთავაზობენ ნეგატიური (ინტერიერის მხრიდან), პოზიტიური (ექსტერიერის მხრიდან) თუ ინტეგრალური იზოლაციისათვის განკუთვნილ სხვადასხვა ტიპის ჰიდროსაიზოლაციო პროდუქტებსა და სისტემებს. ვინაიდან საინსტალაციოდ გამზადებული წყალგამძლე მემბრანების გამოყენების არეალი მეტნაკლებად შეზღუდულია, თანდათან უფრო მოთხოვნადი ხდება თხევადი ცივი ან ცხელი წესით წასასმელი/მისაფრქვევი ჰიდროსაიზოლაციო მასალები. ქიმიურ წარმოებაში მსოფლიო ლიდერი კომპანიის BASF-ის წარმოების პოლიურეას გაფრქვევითი ტიპის  ჰიდროსაიზოლაციო  პროდუქტი - Elastocoat, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ, ბაზარზე მოწინავე პოზიციას იკავებს და კონკურენტებისაგან განსხვავებით, განსაკუთრებული მექანიკური სიმტკიცითა და ცვეთამედეგობით გამოირჩევა. პოლიურეა გამოიყენება უამრავ სფეროში, სადაც კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება ზედაპირის დაცვას, ქიმიურ და მექანიკურ მდგრადობას, ცვეთამედეგობას. Elastocoat-ის მიფრქვევის შედეგად წარმოქმნილ საიზოლაციო ფენას არ აქვს გადაბმები და ნაპრალები. მისი ნესტგამძლე შემადგენლობის წყალობით, შესაძლებელია Elastocoat-ის მიფრქვევის სამუშაოები შესრულდეს ისეთ ტემპერატურულ და კლიმატურ პირობებშიც კი, სადაც ვერცერთი ტრადიციული ჰიდროსაიზოლაციო მასალა ვერ გამოიყენება. Elastocoat-ის გამორჩეული უპირატესობებია: გამოყენების შეუზღუდავი არეალი: საძირკველები, ჭერები, კედლები, პარკინგები, გვირაბები, საცურაო აუზები, რეზერვუარები, ხიდების ხიმინჯები, საგზაო-სამშენებლო ტექნიკის ცვეთადი ნაწილები და ა.შ. სწრაფი ინსტალაცია ვერტიკალურ ან უსწორმაწორო ზედაპირზეც კი სწრაფი შრობა გამოყენების შესაძლებლობა მაღალი დატვირთვის ზედაპირებზეც კი ნებისმიერ სისქის მემბრანი დატანის შესაძლებლობა იდეალური ადგეზია ნებისმიერი ტიპის (მეტალის, ხის, ბეტონის და ა.შ.) სუბსტრატზე მაღალი ცვეთამედეგობა მაღალი ქიმიური და მექანიკური მდგრადობა მაღალი ელასტიურობა კოროზიისაგან დაცვა ჰიდროსაიზოლაციო მემბრნაზე გადაბმებისა და ნაპრალების არარსებობა წმენდის შესაძლებლობა მაღალი წნევის ქვეშაც კი
კლიმატის ცვლილება თანამედროვეობის უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს და სწორედ ამიტომ ბიზნესის, მრეწველობის, მეცნიერებისა თუ პოლიტიკის წარმომადგენლები თავიანთ ერთ-ერთ უპირველეს ამოცანად სახავენ არსებული ბუნებრივი რესურსების ეფექტურად გამოყენებასა და ენერგოდამზოგავი სისტემების შემქნა-დანერგვას. ენერგიის დაზოგვის საუკეთესო საშუალებაა თბოიზილოცია, რომელიც შენობა-ნაგებობას უნარჩუნებს სითბოს ზამთარში და სიგრილეს ზაფხულში. ბრიტანული ორგანიზაცია Energy Saving Trust-ის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, რომ თბოიზოლაცია საშუალო სამ-საძინებლიან კერძო სახლში წლიურად მინიმუმ £310 ზოგავს, რაღა თქმა უნდა, კომუნალურ გადასახადებზე დაზოგილი თანხის ოდენობა ბევრად მაღალია, როდესაც საუბარია ვილებზე, მრავალნომრინ სასტუმროებზე, სპორტულ კომპლექსებზე, საკონცერტო დარბაზებზე და ა.შ. ენერგოეფექტურობის შენარჩუნების თვალსაზრისით განსაკუთრებით კრიტიკულია ჭერისა და კედლების იზოლაცია (როგორც წესი, სითბური დანაკარგის დაახლოებით 30-40% მოდის კედლებზე და 25% ჭერზე), ვინაიდან მათ უწევთ ტემპერატურისა და ტენიანობის ცვალებადობის, ასევე სხვადასხვა რთული კლიმატური პირობების „გაძლება“. დღემდე შემუშავებულია თბოიზოლაციის არაერთი საშუალება, თუმცა პროდუქტი რომელსაც ჩვენ გთავაზობთ, ბაზარზე მოწინავე პოზიციას იკავებს და წარმოადგენს ეკონომიურ, გარემოზე მავნე ზემოქმედების არმქონე და გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილ გადაწყვეტილებას. Elastospray არის გაფრქვევითი ტიპის თბოიზოლაციისათვის განკუთვნილი, დახურულ-უჯრედებიანი მდგარდი ქაფი, რომელსაც აწარმოებს ჩვენი პარტრნიორი კომპანია, მსოფლიო ლიდერი ქიმიურ წარმოებაში - BASF. კომპანიის 115,000 თანამშრომელი ყოველდღიურად მუშაობს მსოფლიოს ყველა ქვეყნის თითქმის ყველა სეგმენტის მომხმარებლების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. Elastospray-ის ქაფის აპლიკაცია ხდება სპეციალური დანადგარით,  პირდაპირ იმ ზედაპირზე, რომლის იზოლაციაც გვსურს. მისი გამოყენება შესაძლებელია  შენობის ჭერის, კედლებისა და იატაკის (მათ შორის იატაკქვეშა გათბობის არსებობის შემთხვევაში), მანსარდების, ასევე საძირკველის ჭერისა და კედლების იზოლაციისათვის. იდეალური ადგეზიის წყალობით, აღნიშნული ქაფის დატანა  შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის სუბსტრატზე. წარმოქმნილ საიზოლაციო ფენას არ აქვს გადაბმები და ნაპრალები და ის ხელს უშლის თერმოხიდების წარმოქმნას. თუკი შევადარებთ თბოიზოლაციის ტრადიციულს მეთოდებსა და პროდუქტებს,  Elastospray-ის პოლიურეთანის ქაფის თბოგამტარობის კოეფიციანტი იმდენად დაბალია, რომ შესაძლებლობას გვაძლევს, მინიმალური სისქით მაქსიმალური თბოიზოლაცია უზრუნველვყოთ,  და შესაბამისად მისი გამოყენება,  საკმაოდ ეკონომიურია. დახურულ-უჯრედებიანი სტრუქტურის წყალობით პროდუქტი არის წყალგამძლე და ამავდროულად ის ლუქავს/იცავს ზედაპირს ტემპერატურის და კლიმატური პირობების ზემოქმედებისაგან. პოლიურეთანის ქაფზე ულტრაიისფერი სხივებისაგან დამცავი მემბრანის დატანის შემთხვევაში, სრულიად შესაძლებელია მისი გამოყენება შენობის გარეთ, თუნდაც ბრტყელ გადახურვაზე. გაფრქვევითი ტიპის თბოიზოლაციის მთავარი უპირატესობებია: საიზოლაციო ფენაზე ნაპრალებისა და გადაბმების არარსებობა მინიმალური სისქით მაქსიმალური თბოიზოლაციის უზუნველყოფა რთულად მისადგომი ადგილების თბოიზოლაციის შესაძლებლობა იდეალური ადგეზია ნებისმიერი ტიპის ზედაპირზე ინსტალაციისათვის საჭირო მცირე დრო შენობის საეუქსპლუატაციო ვადის გახანგრძლივება მასალის მცირე წონა და ტრანსპორტირების-შენახვის სიმარტივე    
მეტის ნახვა
საუბრის დაწყება