ქარ
საგზაო მონიშვნა

მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების შესაბამისი ნორმატიული აქტებით, საგზაო მონიშვნის მიმართ განსაზღვრულ მოთხოვნებში, უმთავრესია მონიშვნის ცვეთამედეგობა და რეტრორეფლექცია (მანქანის ფარებიდან გამომავალი სინათლის უკუარეკვლის მაჩვენებელი).   

ჩვენი გუნდი ,საგზაო მონიშვნის სამუშაოებს  ახორციელებს Bassler lacke AG (შვეიცარია)-ს მიერ წარმოებული 2კომპონენტიანი ცივი პლასტიკით და Weissker (გერმანია)-ის მიერ წარმოებული მაღალრეფლექტორული შუშის ბურთულაკებით, ხოლო უშუალოდ მონიშვნის დატანა ხდება  თვითმავალი, ორკომპონენტიანი ცივი პლასტიკის საგზაო მონიშვნის მანქანით (მწარმოებელი: Hofmann (გერმანია), რომელიც ერთადერთია საქართველოში და ქართულ ბაზარზე სწორედ ჩვენ წარმოვაგდენთ ამ ტექნოლოგიის დანერგვის პიონერებს.

სავალ ნაწილზე დატანილი საგზაო მონიშვნის საშუალო სისქე შეადგენს 2.5მმ-ს. DIN EN 1436 სტანდარტის მიხედვით,  მშრალ ამინდში, აღნიშნული მონიშვნა (თეთრი ფერის) აკმაყოფილებს  R4 კლასის  მოთხოვნებს ( ≤200 mcd × m-2 × lx-1)ხოლო წვიმიან ამინდში RW3 კლასის  მოთხოვნებს ( ≤50 mcd × m-2 × lx-1). დატანილი საგზაო მონიშვნის სისტემა (2კ ცივი პლასტიკის საღებავი, გამამყარებელი, შუშის რეტრორეფლექციური ბურთულაკები) ცვეთამედეგობის კუთხით, DIN EN 13 197-ის მიხედვით, განეკუთვნება P7 კლასს. მსგავსი მეთოდით შესრულებულ მონიშვნაზე სახელშეკრულებო გარანტია შეადგენს 3 წელს, თუმცა 4-5 წლის განმავლობაში იგი  არ ცვდება (ნორმატიული ცვეთის მაქსიმალური კოეფიციენტი შეადგენს საწყისი მოცულობის 30%-ს) და მისი რეტრორეფლექციის მახასიათებელი საწყისთან შედარებით, 25%-ზე მეტით არ შემცირდება, რაც ნიშნავს:

  • საგზაო მონიშვნის მაღალ ხილვადობას (მათ შორის რეტრორეფლექცია), რაც წარმაოდგენს მის ერთ-ერთ უმთავრეს  დანიშნულებას;
  • მნიშვნელოვან ფინანსურ ეკონომიას სხვა საღებავით  (პირველ რიგში აკრილის) განხორციელებულ მონიშვნასთან შედარებით -  სხვა საღებავით (მაგალითად, აკრილის საღებავით) მონიშვნას რომ ქონდეს ცვეთამედეგობის და რეტრორეფლექციის მინიმალური ნორმატიული მაჩვენებლები მაღალი ინტენსივობის გზებზე, ყოველ 3 თვეში ერთხელ უნდა მოხდეს მისი დახაზვა, შესაბამისად, სამ წელიწადში, საჭირო იქნება ერთიდაიგივე მონაკვეთის 12-ჯერ დახაზვა, რაც ფინანსურად გაცილებით უფრო ძვირი დაჯდება, ვიდრე ერთხელ გაკეთებული საგზაო მონიშვნის ღ-ბა, რომელიც მინიმუმ სამი წელიწადი შეინარჩუნებს შესაბამის მახასითებლებს;
  • საგზაო მოძრაობის მონაწილეთა მინიმალურ დისკომფორტს - სამუშაოების წარმოების პროცესში მოძრაობის შეფერხება ხდება 3-4 წელიწადში ერთხელ და არა წელიწადში 3-4 ჯერ.
მეტის ნახვა

https://www.basler-lacke.com/en/product-range/road-markings/cold-plastics/

https://www.hofmannmarking.de/en/products/machines/

 

მეტის ნახვა

.

მეტის ნახვა
მეტის ნახვა
მეტის ნახვა
საუბრის დაწყება