იმისათვის, რომ იატაკის ზედაპირი იყოს იდეალურად სწორი და მრავალი წლის მანძილზე შეინარჩუნოს პირვანდელი სახე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საფარის დაგებამდე სწორად მომმზადდეს იატაკის საფუძველი/შრე. აღნიშნულმა შრემ უნდა დაფაროს სართულშუა გადახურვის მზიდი კონსტრუქციის ზედაპირი, სხვადასხვა სახის საკომუნიკაციო გაყვანილობები, ღრეჩოები, ნაპრალები, ნახეთქები და ზედაპირს უნდა მისცეს დასრულებულ სუფთა სახე, მასზე საექსპლუატაციო იატაკის მოსაწყობად.
კომპანია „ბაუფლექსი“ მომხამრებელს სთავაზობს სრულ სერვისს - ბეტონის ფილიდან იატაკის საფინიშო საფარის დაგებისა და მისი მოვლისათვის საჭირო საშუალებების მიწოდების ჩათვლით, რაც მოიცავს ბეტონის ფილის ზემოთ შემავსებელი ფენის (მათ შორის თბო და/ან ხმის საიზოლაციო ფენის) და ქვიშა-ცემენტის მოჭიმული იატაკის მოწყობას თანამედროვე ნახევრად მშრალი ტექნოლოგიით, იატაკის საფარის დაგებისათვის საფუძვლის მომზადებას (თვითსწორებადი ფენის დასხმის ჩათვლით) და საფინიშო იატაკის დაგებას;
ქვიშა-ცემენტის ჭიმის მოწყობისა და თვითსწორებადი ფენის დასხმის დროს გამოყენებული სამშენებლო ქიმიის - გრუნტების, ნიველირებადი მასების, წებოების, ფითხის, ბზარების შემკვრელი სპეციალური ბადეების და ა.შ. მწარმოებელს წარმოადგენს გერმანული კომპანია Uzin Utz AG, რომელიც თითქმის სამოცი წელია იატაკის დაგებისათვის საჭირო სამშენებლო ქიმიისა და პროფესიონალური პროდუქციის სინონიმადაა ქცეული.
კომპანია „ბაუფლექსის“ პროფესიონალი ინსტალატორები, რომლებიც ყოველწლიურად გადიან ევროპული პარტნიორი კომპანიების ტექნიკურ-საინჟინრო პერსონალის მხრიდან ჩატარებულ შესაბამის ტრეინინგებს, მუშაობენ მხოლოდ წამყვანი გერმანული ბრენდის - Wolff-ის უმაღლესი ხარისხის სამუშაო ინსტრუმენტებითა და დანადგარებით.
გამოყენებული მასალების, სამუშაო ინსტუმენტებისა და დანადგარების ხარისხი, ისევე როგორც მაღალკვალიფიციური პერსონალი, იძლევა გარანტიას, რომ ჩვენ მიერ შესრულებული სამუშაოები და ქვიშა-ცემენტის მოჭიმული იატაკის მახასიათებლები სრულ შესაბამისობაში იქნება სტანდარტიზაციის გერმანული ინსტიტუტის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან (DIN 18560).
რა ეტაპებს მოიცავს იატაკის საფუძვლის მომზადება?
იატაკის საფუძვლის სწორად მომზადებისათვის, აუცილებელია ზედმიწევნით იყოს დაცული შემდეგი თანმიმდევრული ეტაპები:
- პერიმეტრზე დემფერული ლენტების მოწყობა;
- ერთდისკიანი ბეტონშემრევი დანადგარის (გერმანული წარმოების BMS ALPHA Z3) საშუალებით ნახევრად მშრალი ქვიშა-ცემენტის ხსნარის მომზადება და დასაგებ პერიმეტრზე განაწილება საშუალოდ 5 სმ სისქეზე;
- ზედაპირის შემოწმება ამ ტიპის ზედაპირის მიმართ არსებული სამშენებლო სტანდარტების/რეგლამენტის და იატაკის კონკრეტული ტიპის საფარის (ვინილი, ლინოლეუმი, ტექსტილი, პოლიმერული და ა.შ.) დაგებისათვის აუცილებელ პარამეტრებთან შედარების მიზნით. ეს პარამეტრები გულისხმობს შემდეგს:
- სიმტკიცე არ უნდა იყოს 15 მეგაპასკალზე ნაკლები;
- სისწორე - მოჭიმული იატაკის ზედაპირის ნებისმიერ მონაკვეთზე ორმეტრიანი სიგრძის ლარტყის დადების შემთხვევაში, ამ ლარტყასა და ზედაპირს შორის დაშორება არ უნდა აღემატებოდეს 5მმ-ს;
- სიღრმისეული ბზარების (ანუ ბზარი, რომელიც ქვიშა-ცემენტის მოჭიმული იატაკის მთელ სისქეზეა ჩასული) ოდენობა გრძივ მეტრებში არ უნდა აღემატებოდეს საერთო ფართის 7%-ს;
- სისქე - არ უნდა იყოს 5 სმ-ზე ნაკლები;
- ნარჩენი ტენიანობა - არ უნდა აღემატებოდეს 2%-ს CM მეთოდით გაზომვისას.
- იმ შემთხვევაში თუ ჭიმის სიმტკიცე ნაკლებია 15 მეგაპასკალზე, უნდა მოხდეს მისი ამაღლება სპეციალური ორკომპონენტიანი, ღრმა პენეტრაციის შესაძლებლობის მქონე პროდუქტით;
- სპეციალური ინსტრუმენტის გამოყენებით, ზედაპირის უხეში მოხეხვა გასასწორებლად, ცემენტის რძის ნალექის მოსაშორებლადა და ბზარების გამოსააშკარავებლად;
- სპეციალური ხსნარების, ფითხის და/ან ბადის გამოყენებით, ბზარების გამაგრება-ამოვსება;
- ფორების გასახსნელად, ზედაპირის საშუალო დონის მოხეხვა; მოხეხვის შედეგად ზედაპირზე დარჩენილი სამშენებლო მტვრისა და ნაწილაკების გასუფთავება, სპეციალური ინდუსტრიული მტვერსასრუტის გამოყენებით;
- იატაკზე არსებული დიდი ზომის ღრმულების (10მმ-ზე მეტი) სპეციალური სარემონტო მასით ამოვსება და შეფითხნა;
- სპეციალური გრუნტით მოჭიმული იატაკის ზედაპირის დამუშავება თვითსწორებადი მასის ადგეზიისთვის და ზედაპირის მიერ თვითსწორებად მასაში არსებული წყლის შესრუტვის თავიდან აცილების მიზნით;
- თვითსწორებადი მასის დასხმა საშუალოდ 3 მმ-ის სისქეზე - აღნიშნული ფენის გარეშე დაუშვებელია ელასტიური ან რბილი აიტაკის სხვა ზედაპირზე, მაგალითად პირდაპირ ბეტონზე ან ქვიშა-ცემენტის მოჭიმულ იატაკზე დაგება. ასეთ შემთხვევაში იატაკის საფარი ძალიან მოკლე დროში დეფორმირდება და დაკარგავს ვიზუალურ მიმზიდველობას, რომ აღარაფერი ვთქვათ საფუძვლიდან მუდმივად ამომავალ მტვერზე;
- თვითსწორებადი მასის ზედაპირის მსუბუქი მოხეხვა;
- სამშენებლო მტვერსასრუტით ზედაპირის დასუფთავება.
ზემოხსენებული პროცესების დასრულების შემდეგ იატაკის საფუძველი მზადაა ნებისმიერი ტიპის საფარის დასაგებად, იქნება ეს თანამედროვე ელასტიური (ვინილი, ლინოლეუმი), რბილი (ქსოვილისგან დამზადებული) თუ პოლიმერული საფინიშო საფარი.
რატომ ნახევრად მშრალი ტექნოლოგია ქვიშა-ცემენტის მოჭიმული იატაკის მოწყობისას?
ტრადიციული მეთოდით მოწყობილ საფუძველთან შედარებით, თანამედროვე ნახევრად-მშრალი ტექნოლოგიით დაგებულ ქვიშა-ცემენტის მოჭიმულ იატაკს აქვს შემდეგი უპირატესობები:
- მეთოდი არის საკმაოდ სწრაფი და იძლევა დროისა და ენერგიის დაზოგვის შესაძლებლობას - ბეტონშემრევი ტუმბოთი ქვიშა-ცემენტის ხსნარის მიწოდება ხდება 70-100 მ-ის სიმაღლეზეც კი და არ არის საჭირო მასალის ხელით/ლიფტით ატანა მაღალ სართულებზე;
- გაშრობისათვის საჭიროა ბევრად ნაკლები დრო;
- შრობისას წარმოიქმნება ნაკლები ბზარები და პრაქტიკულად გამორიცხულია ჭიმის „ჯდომა“;
- ჭიმს ახასიათებს მაღალი სიმტკიცე და გამძლეობა;
- მიიღება გაცილებით უფრო სწორი ზედაპირი, რომელიც წარმოადგენს იდეალურ საფუძველს ნებისმიერი ტიპის საფარისათვის;
- გამოიყენება იატაკქვეშა გათბობის მონტაჟის დროსაც;
- დასაგებ პერიმეტრზე სამუშაოების მიმდინარეობას თან ახლავს ბევრად ნაკლები ხმაური და სამშენებლო ნაგავი.